რომ არ გადავიწვათ ...
(რეკომენდაციები 😃😃)
ნაბიჯი #1)ყოველდღიურად გაერთეთ თქვენს მოსწავლეებთან ერთად –
გაეხუმრეთ მათ, მოუყევით მოკლე ისტორიები, ამოახსნევინეთ თავსატეხები, ტვინის
გასავარჯიშებელი თამაშები და ა.შ. ეს პროცესი თქვენთვისაც და ბავშვებისთვისაც
საინტერესო იქნება. ამაში არც ბევრი დრო დაგეხარჯებათ და განსახორციელებლადაც
ადვილია, თან, თითქმის ყველა თემაზე შეძლებთ მათ გამოყენებას.
ნაბიჯი #2) გაუფრთხილდით ჯანმრთელობას –
თქვენი სხეულის ფიზიკური მდგომარეობა ასახვას ემოციურ კონდიციაზეც ახდენს, ამიტომ
არასდროს დაიშუროთ ძალისხმევა საკუთარი ჯანმრთელობისათვის. ლანჩის და საუზმის
გამოტოვება ცუდი იდეაა. აუცილებლად გამოიძინეთ საკმარისად ყოველდღიურად. სახლში
დაბრუნებულმა, ცოტა წაუძინეთ, რასაც გამაახალგაზრდავებელი ეფექტი ექნება. შეიძინეთ
უკეთესი ფეხსაცმელი, რათა სიარული გაიიოლოთ და თავიც უკეთ იგრძნოთ. მე საკუთარ
თავს ყოველთვის აქტიურ მასწავლებლად მივიჩნევდი და ვფქირობდი, რომ დამატებითი
ვარჯიში არ მჭირდებოდა. როგორც აღმოჩნდა, სისხლძარღვთა და სხეულის ზედა ნაწილის
ვარჯიში მესაჭიროება. კვირაში ორი დღე, 30-წუთიანი სირბილი სასწაულებს ახდენს.
მარტივი აზიდვები გაგიძლიერებთ მუცლის, ზურგის და კიდურების კუნთებს.
გაგიკვირდებათ, რამდენად უკეთ იგრძნობთ ამის შემდეგ თავს, მაშინ როცა დღის ბოლოს
ადვილად აღარ დაიქანცებით.
ნაბიჯი #3) ისწავლეთ რაიმე ახალი და გაუზიარეთ მოსწავლეებსაც –
წაიკითხეთ საინტერესო წიგნი – საგანმანათლებო, ან სხვა კუთხით. ბოლო დროს
წავიკითხე “ყველაზე ჭკვიანი ბავშვი მსოფლიოში” და ამანდა რიპლის “როგორ გახდნენ
ასეთები”. ორივე წიგნი საინტერესოა და თან საგანმანათლებლოც, ამიტომაც სულაც არ
შევუწუხებივარ სინდისის ქენჯნას იმაზე, რომ ამ წინგებს დრო დავუთმე და მათ შესახებ
გაკვეთილი დავგეგმე. წაიკითხეთ კლასიკური ლიტერატურა, რომლის წაკითხვაც სულ
გინდოდათ, მაგრამ დროს ვერ ნახულობიდთ; უყურეთ შემეცნებით თოქ-შოუებს, ინტელექტუალურ
კვლევებს და სხვ.
ნაბიჯი #4) დაეხმარეთ სხვა მასწავლებელს –
გაუზიარეთ სხვებს თქვენი გამოცდილება, როგორც ლოკალურად, ასევე ინტერნეტის
მეშვეობით. საიტი Edutopia.org მუდამ თქვენს განკარგულებაშია. თუ დროს დაუთმობთ
ბლოგებს და პასუხის გაცემასაც არ დაიზარებთ, თავადვე გაგაკვირვებთ შედეგები.
წამოიწყეთ თქვენი საკუთარი ბლოგი, რომელიც მოტივაციას აუმაღლებს თქვენს დამწყებ და
უკვე “გადაღლილ” კოლეგებს. იყავით მეტად აქტიური თქვენს სამსახურში, გამოიჩინეთ
მოხალისეობა სწავლების, ფასილიტაციისა და გაკვეთილების დაგეგმვის ორგანიზებაში.
გაუწიეთ მენტორობა სხვა მასწავლებელს, ან ოფიციალურად, ან ინფორმაციული კუთხით.
დახმარება ყოველთვის საჭიროა და არასდროს არაა ფუჭი.
ნაბიჯი #5) გაულამაზეთ დღე სხვას – დაურეკეთ მშობელს
და უთხარით, თუ რა კარგია მოსწავლეა მისი შვილი. მოსწავლე, რომელსაც რაიმე უჭირს,
გულწრფელად შეაქეთ, როცა რაიმე კარგად გამოუვა. გამოხატეთ პატივისცემა და დადებით
დამოკიდებულება ადმინისტრაციისა და კოლეგა მასწავლებლების მიმართ, იქნება ეს
შექების წერილით, ჩახუტებით, თუ პატარა საჩუქრის ჩუქებით გამოხატული.
ნაბიჯი #6) გამხნევდით – გაიღიმეთ. დადექით
სარკესთან და გაუღიმეთ საკუთარ თავს. მერე ეცადეთ, რომ აღარ გაგეღიმოთ. ეს თითქმის
შეუძლებელია. ასე რომ, ეცადეთ გაიცინოთ მაშინაც კი, როცა საერთოდ არ გეღიმებათ.
გაუღიმეთ მოსწალეებს, როცა კართან დახვდებით და დაინახავთ რომ ისინიც გაგიღიმებენ.
ნაბიჯი #7) გახდით “მეცნიერი-მკვლევარი” –
გამოცადეთ ექსპერიმენტული სტრატეგიები და გახდით ამ საქმის ექსპერტი. დაიხმარეთ
ბავშვებიც. ჩამოაყალიბეთ კონტროლის და ექსპერიმენტის ჯგუფები. შედეგების აღრიცხვა
აწარმოეთ და გაუზიარეთ კოლეგებსაც შეხვედრის, ან კონფერენციის დროს. იზეიმეთ
წარმატებები!
ნაბიჯი #8) დაინახეთ პოზიტივი – იფიქრეთ მუდამ
მოზიტიურად, რთულ გარემოებებშიც კი. ეს სიტუაციას არ გაამარტივებს, მაგრამ
სამაგიეროდ თავს იგრძნობთ უკეთ და შეიძლება, სხვებსაც გაუუმჯობესოთ განწყობა.
მასწავლებლობა რთულია, მაგრამ ყველაფერი არც ისე ცუდია, როგორც ხანდახან ჩანს.
ნახევრად ცარიელი ჭიქა, არ ისე მომხიბლავია, როგორც ნახევრად სავსე.
ნაბიჯი #9) გადაალაგეთ დეკორაციები –
გადაანაცვლეთ დაფები, მერხები, შეცვალეთ განათება. ეცადეთ, ოთახში თქვენი
საყვარელი სურნელი იყოს, ან მიაგნოთ რაიმე ახალს. სურნელოვანი ზეთის, ან ცვლის
გამოყენების თაობაზე დაეკითხეთ სკოლის ადმინისტრაციას.
ნაბიჯი #10) მეტად ენდეთ თქვენს მოსწავლეებს –
აგრძნობინეთ მოსწავლეებს, რომ მათ ენდობით და მიეცით შანსი, რომ თქვენი ნდობა
მოიპოვონ. მიმართეთ პროექტზე დაფუძნებულ სწავლების მეთოდს. შეიმუშავეთ ძლიერი
რუბრიკა და გაუზიარეთ მოსწავლეებს. მიეცით სტუდენტებს საშუალება, რომ ამ რუბრიკის
მიხედვით ისწავლონ, თქვენი ფასილიტაციისა და მენტორობის ქვეშ.