ფასილიტაცია









სასწავლო რესურსის შეფასების რუბრიკა

https://drive.google.com/folderview?id=0B0aOgzypt4XmZUMwWVlrMDI2R2s&usp=sharing

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორის სამუშაო გეგმა
(დარიკო ტაბატაძე.სსიპ.ხაშურის მუნიციპალიტეტის ფლევის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.2015-2016 სასწ.წელი)


N
აქტივობა
განხორციელების ფორმა
მოსალოდნელი რისკები
რისკის თავიდან აცილების გზები
ვადები
რეფლ.
1.
საინფორმაციო შეხვედრა ჩემი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფ მასწავლებლებთან
შეხვედრა პედაგოგიურ კოლექტივთან
შესაძლებელია,ყველას არ ჰქონდეს თვითშეფასების კითხვარზე მუშაობის სურვილი
ა)ინდივიდუალური გასაუბრება
ბ)დირექციის საქმის კურსში ჩაყენება
2.XI.

2.
მასწავლებლებთან საკონსულტაციო შეხვედრის გრაფიკის შედგენა
ჯგუფებთან მუშაობა
დროის განაწილება და ორგანიზება
თითოეული მასწავლებლის შესაძლებლობების გათვალისწინება
5-6.XI

3
თვითშეფასების კითხვარის შევსებაში დახმარების გაწევა
ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა
ა)აზრთა სხვადასხვაობა


ა)ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინება
ბ)ეფექტური კომუნიკაცია
ნოემბერი-15 დეკემბერი

4
მასწავლებლის რეფლექსიაზე დაყრდნობით საჭიროებების  დადგენა
ინდივიდუალურად
ა)აზრთა სხვადასხვაობა
ბ))არასწორი გააზრება
გ))საჭიროებების დეფინაცია
ა)კოლეგებთან კონსულტაცია
ბ)სპეც.ლიტ-ის გაცნობა
გ)ეფექტური კომუნიკაცია
დ)ინდივიდუალური საუბარი
ნოემბერი-15 დეკემბერი

5
პროფესიული განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავებაში დახმარების გაწევა
ინდივიდუალურად
ა)არასწორი ფორმულირება
ბ)აზრთა სხვადასხვაობა
ა)კოლეგებთან კონსულტაცია
ბ)სპეც.ლიტ-ის გაცნობა
გ)ეფექტური კომუნიკაცია
დ)ინდივიდუალური საუბარი

ნოემბერი-15 დეკემბერი

6
 კოლეგებისთვის სპეციალური ლიტერატურის მიწოდება
ჯგუფურად და ინდივიდუალურად
ლიტერატურის ხელმისაწვდომობა
ინტერნეტრესურსების გამოყენება
ნოემბერი-15 დეკემბერი




ფასილიტატორის მიერ განხორციელებული გეგმის რეფლექსია

სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა გამომიცხადა ნდობა,რომ ვიყო მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორი.ჩემი საქმიანაობა რომ ეფექტური და შედეგიანი იყოს,საჭიროდ ჩავთვალე შემემუშავებინა სამუშაო გეგმა,რომელიც ამ ეტაპზე ორ თვეზეა გაწერილი და მოიცავს ნოემბერ-დეკემბერს.
ფასილიტატორთა ტრენინგის გავლისა და შესაბამისი რეკომენდაციების მიღების შემდეგ პირველივე კვირაში,5 ნოემბერს,ჩემი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფ მასწავლებლებთან მქონდა საინფორმაციო შეხვედრა.კოლეგებს გავუზიარე რტენინგზე მიღებული გამოცდილება,მივაწოდე ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია,რეკომენდაციები იმის თაობაზე,თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ თვითშეფასების კითხვარზე და შეძლებისდაგვარად ვუპასუხე მათთვის საინტერესო კითხვებს. ამავე შეხვედრაზე განვსაზღვრეთ მასწავლებლებთან სამუშაო რეჟიმში შეხვედრის გრაფიკიც.უნდა აღვნიშნო,რომ ამ მხრივ წინააღმდეგობა არ შემხვედრია,აზრთა სხვადასხვაობისა და დროის დეფიციტის მიუხედავად,უმტკივნეულოდ მოხერხდა გრაფიკის შედგენა.
ჩემი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება 20 მასწავლებელი. მუშაობა რომ გამიადვილდეს,გადავწყვიტე ვიმუშაო 4 კაციან ჯგუფებში,სასურველი შედეგის მისაღწევად კი საჭიროდ მივიჩნევ საჭიროების შემთხვევაში კოლეგებთან გავმართო ინდივიდუალური შეხვედრებიც.მე ყოველთვის მზად ვარ ასეთი შეხვედრებისთვის,ვცდილობ,მათ ჩემი ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო.
ჩემდა სასიხარულოდ,თვითშეფასების კითხვარზე მუშაობას მასწავლებელთა უმრავლესობა დიდი ინტერესით შეუდგა.სისტემატიურად ტარდება კონსულტაციები,საქმიანი შეხვედრები,თავდაპირველად უჭირდათ პედაგოგიურ პრაქტიკაზე დაკვირვება, კითხვარისა და  რეფლექსიის შესაბამისობაში მოყვანა,საჭიროებების გამოვლენა,მაგრამ ფასილიტატორების ტრენინგზე მიღებული გამოცდილება და ტიპიური სიტუაციების ანალიზი დამეხმარა ამ პრობლემის დაძლევაში და რამდენიმე შეხვედრის შემდეგ მასწავლებლების რეფლექსიები,მათი ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა თვითშეფასების კითხვარში მონიშნულ ველთან თანხვედრაში მოვიდა.
ჩემი კოლეგების უმრავლესობა შესაბამის საგნობრივ კომპეტენციას და პროფესიულ უნერებს ფლობს,ამან მუშაობა მნიშვნელოვნად გამიიოლა.მაღალმა პროფესიონალიზმმა და კოლეგიალობამ ჩვენი თანამშრომლობა შედეგიანი გახადა,მათ საქმეს უცბად აუღეს ალღო და შედეგად მივიღე,რომ  ყოველთვის ესწრებიან გრაფიკით განსაზღვრულ შეხვედრებს,აქტიურად განიხილავენ საკითხებს,არასდროს არ არიან პასიური მსმენელის როლში,გამოთქვამენ ყურადსაღებ მოსაზრებებს. ცხადია,მათთან თანამშრომლობა მიადვილდება და სახვებთან მუშაობაში დამხმარედაც კი მოვიაზრებ.
როგორც მოსალოდნელი იყო,ისეთი ტიპის მასწავლებლებიც გამოვლინდნენ,რომლებიც დაინტერესებულნი არიან და მაქსიმალურად ცდილობენ დააკმაყოფილონ ყველა მოთხოვნა,მაგრამ უჭირთ კითხვარზე მუშაობა,გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება და მთლად ჩემზე არიან დამოკიდებულნი,ამიტომ მათ ჩემგან სისტემატიური კონსულტაციები სჭირდებათ.ცხადია,ეს მათი დაბალი თვითშეფასებიდან გამომდინარეობს,ამიტომ,სიტუაციის გამოსწორების მიზნით,დავსახე შესაბამისი აქტივობები:პირად საუბარსა და ინდივიდუალური შეხვედრების დროს ყურადღებას ვამახვილებ მათ ძლიერ მხარეზე,გამოვკვეთ მათ მიღწევებს,კოლეგებთან კონსულტაციის დროს რჩევას ვეკითხები,ვისმენ მათ აზრს.შედეგმაც არ დაიგვიანა და პროცესი დაიძრა,ისინი ბევრად უფრო  თავდაჯერებულნი გახდნენ,და,შესაბამისად,იმატა დამოუკიდებლობის ხარისხმაც.
ერთი-ორი ისეთი მასწავლებელიც მყავს,სკეპტიკურად რომ არიან განწყობილნი,თავს არიდებენ კითხვარზე მუშაობას,ფიქრობენ,რომ ეს პროექტი არ გაამართლებს,აუცილებლად შეიცვლება. ამასობაში,ასაკიდან გამომდინარე,სკოლაში მუშაობასაც თავს დაანებებენ და თავის შეწუხება არ ღირს.თვლიან,რომ ასეთი ანაზღაურების პირობებში რაც იციან,ისიც საკმარისია. შედეგად-პროფესიულად არ ვითარდებიან,მათი სწავლა-სწავლების ხარისხი არაეფექტურია და საბოლოოდ მოსწავლე ზარალდება,რაც ყოვლად დაუშვებელია. მათ პირად საუბრებში ავუხსენი,რომ ამას ჩვენგან მოითხოვს განათლების სამინისტრო,სწავლებისადმი ახლებური მიდგომები და ჩვენ ვალდებულნი ვართ,ფეხი ავუწყოთ მას,რომ ამ პოცესებისგან განზე გადგომა არ იქნება კეთილშობილური საქციელი,რომ ჩვენ ვალდებულნი ვართ,უპირველესად,მოსწავლეების წინაშე.ჯერ კიდევ არ არის გვიან,მგონია,რომ არ დამჭირდება დირექციის ჩარევა,ამიტომ ამ ეტაპზე თავს ვიკავებ სამსახურებრივი ბარათის შედგენისგან.ჩემი კოლეგები ღირსეული ადამიანები არიან,აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება და მჯერა,რომ პროფესიული ეთიკა და კეთილსინდისიერება საბოლოოდ ნებას არ მისცემს მათ,თავი აარიდონ პროცესებს.
ჯერ მხოლოდ ორი კვირა გავიდა,რაც თვითშეფასების კითხვარზე მუშაობა დავიწყეთ.ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას,რომ კმაყოფილი ვარ ჩემი საქმიანობით,რომელიც რთული,მაგრამ საინტერესო აღმოჩნდა.რამდენიმე მასწავლებელმა უკვე დაასრულა კითხვარზე მუშაობა და ახლა სამოქმედო გეგმის შედგენაზე ვმუშაობთ.
ვიმედოვნებ,თვითშეფასების კითხვარზე მუშაობას დირექციის მიერ განსაზღვრულ ვადაში ყველა დაასრულებს,დავადგენთ ინდივიდუალურ საჭიროებებს და დროულად შევიმუშავებთ პროფესიული განვითარების სამოქმედო გეგმას,რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას.

პროფესიული განვითარების ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა

#
საჭიროება
აქტივობა
დრო
უკუკავშირი
1.
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის მეთოდების ფლობა
1.ტრენინგი
აპრილი-მაისი
რეფლექსია
2.სპეც.ლიტერატურის გაცნობა
აპრილი
თვითშეფასების ცხრილი
2.
მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებიშთვის ეფექტური უკუკავშირის გაცემის სტრატეგიების ფლობა

1.სპეც.ლიტერატურის გაცნობა
მარტი


რეფლექსია

2.ფოკუსირებული დაკვირვება კოლეგის გაკვეთილზე
მარტი

კოლეგის უკუკავშირი

3.ტრენინგი
აპრილი-ივლისი
რეფლექსია
3.
მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით მოტივაციის ასამაღლებელი სტრატეგიების ფლობა
1.ტრენინგი
აპრილი-ივლისი
რეფლექსია
2.სპეციალური ლიტერატურის გაცნობა
თებერვალი

თვითშეფასების ცხრილი
4.
სწავლების მრავალფეროვანი სტრატეგიებისა და მეთოდების  ფლობა
1.ტრენინგი
აპრილი-ივლისი
რეფლექსია
2.ფოკუსირებული დაკვირვება კოლეგის გაკვეთილზე
აპრილი


კოლეგის უკუკავშირი

3.სპეც.ლიტერატურის გაცნობა

აპრილი
თვითშეფასების ცხრილი
5.
ელექტრონული სასწავლო რესურსების შექმნის სტრატეგიების ფლობა,ისტ.ტექნოლოგიების გამოყენებით რესურსების შექმნა და მოძიება
1.ტრენინგი
მარტი-ივლისი
რეფლექსია
2.რესურსის შექმნა
მაისი

ელ.მისამართი
3.ვიდეოგაკვეთილების მოსმენა
მაისი

თვითშეფასების ცხრილი
4.სპეც.ლიტერატურის გაცნობა
მაისი
თვითშეფასების ცხრილი


Комментариев нет:

Отправить комментарий