კოლეგებთან თანამშრომლობა

სსიპ ფლევის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი კათედრის დებულება
        ეროვნული სასწავლო გეგმის, ს.ს.ი.პ. ფლევის სკოლის წესდების, სკოლის მიზნებისა და შინაგანაწესის შესაბამისად.
                                                  1.2. მოქმედების არეალი
ს.ს.ი.პ. ფლევის სკოლა.
                                II თავი.   კათედრის დებულების დამტკიცება
 2.1. კათედრის დებულებას შეიმუშავებენ კათედრის წევრები თავმჯდომარესთან ერთად, ათანხმებენ დირექციასთან და ამტკიცებს პედაგოგიური საბჭო სხდომაზე.
 2.2. აღნიშნული დებულება ძალაშია პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე დამტკიცებისთანავე.
                              III თავი.   კათედრის მიზნები და ამოცანები
                                             3.1. კათედრის მისია.
ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა ზრუნავს მასწავლებელთა სულიერი, ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების განვითარებაზე ინოვაციური პედაგოგიური მიდგომების დანერგვის გზით.
                                   3.2. კონკრეტული მიზნები და ამოცანები
·         სახელმძღვანელოების ეფექტურად შერჩევა;
·         მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული საგნობრივი პროგრამებისა და შეფასების სისტემის შექმნა და დანერგვა;
·         პედაგოგთა პროფესიული განვითარება;
·         კვლევითი საქმიანობის ეფექტური დაგეგმვა დაგანხორციელება;
·         პედაგოგთა საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება;
·         პედაგოგთა შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარება.
                                              IV თავი.   კათედრის წევრობა
 4.1. ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა აერთიანებს ამ საგნის ყველა პედაგოგს. ისინი თანასწორობის საფუძველზე მონაწილეობენ კათედრის სხდომებზე.
 4.2. კათერდა იკრიბება სემესტრში ორჯერ მაინც;
 4.3. რიგგარეშე კათედრის სხდომა ჩატარდება:
ა) საჭიროების შემთხვევაში კათედრის თავმჯდომარის ან კათედრის წევრების 1/3- ის მოთხოვნისთანავე;
ბ) წევრები კათედრის რიგგარეშე სხდომის შესახებ გაფრთხილებული უნდა იყვნენ სამი სამუშაო დღით ადრე მაინც, განსახილველი საკითხების მითითებით;
გ) სხდომის მოწვევის უზრუნველყოფა ევალება კათედრის თავმჯდომარეს.
                               4.2. კათერდის წევრების უფლება-მოვალეობები
კათედრის წევრს უფლება აქვს:
ა) აირჩიოს და არჩეულ იქნეს კათედრის თავმჯდომარედ:
ბ) კათედრის სხდომაზე გადაწყვეტილებების მიღებისას ისარგებლოს ერთი ხმის უფლებით;
გ) შევიდეს ინიციატივებით სხდომაზე და განხილვაზე დააყენოს მისთვის საინტერესო საკითხი;
დ) მონაწილეობა მიიღოს საათების გადანაწილებაში;
ე) მონაწილეობა მიიღოს კათედრის სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში;
კათედრის წევრი მოვალეა:
ა) დაესწროს კათერდის სხდომებს (თუ არ არსებობს გაცდენის ობიექტური მიზეზი);
ბ) მონაწილეობა მიიღოს სახელმძღვანელოების შერჩევაში;
გ) იზრუნოს კათედრის ეფექტურად ფუნქციონირებისათვის და ჯეროვნად შეასრულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები;
დ) დანერგოს თანამედროვე მეთოდები და მიდგომები;
ე) იზრუნოს საკუთარი და კათედრის წევრების პროფესიულ განვითარებაზე;
                                           V თავი.   კათედრის თავმჯდომარე
 5.1. არჩევის წესი
       ა)  კათედრის  თავმჯდომარეს  ერთი  წლის  ვადით  ირჩევენ  კათედრის  წევრები,  სასწავლო წლის  დასაწყისში ფარული ან ღია   კენჭისყრით;
          ბ) 
საგნობრივი კათედრის თითოეული წევრი როტაციის პრინციპით ხდება კათედრის თავმჯდომარე. ერთი და იმავე პირის მეორედ არჩევა შესაძლებელია მხოლოდ მას  შემდეგ, რაც საგნობრივი ჯგუფის თითოეული წევრი ერთხელ მაინც იქნება თავმჯდომარე;
        გ) კათედრის თავმჯდომარის წარდგენის უფლება აქვს მხოლოდ კათედრის წევრებს;
                                        5.2. ფუნქცია-მოვალეობები:
კათედრის თავმჯდომარე:
ა) უძღვება კათედრის სხდომებს და ხელმოწერით ამტკიცებს სხდომის ოქმებს;
ბ) კათედრის წევრებთან ერთად უზრუნველყოფს წლის სტრატეგიული გეგმის მომზადებას;
გ) ამზადებს შუალედურ და საბოლოო ანგარიშებს წელიწადში ორჯერ მაინც გაწეული საქმიანობის შესახებ პედაგოგიურ საბჭოს სხდომაზე წარსადგენად;
დ) კათედრის მიმდინარე საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აწვდის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს;
ე) მოვალეა უზრუნველყოს კათედრის სხდომების ორგანიზება და დროულად ჩატარება;
ვ) უზრუნველყოფს კათედრის სტრატებიული გეგმის შესრულებას დ აგაწეული საქმიანობის მონიტორინგს;
ზ) უზრუნველყოფს კათედრის ეფექტურად ფუნქციონირებასა და განვითარებისათვის სხვადასხვა ღონისძიებიბის (ლექცია, სემინარები, სამოდელო გაკვეთილები და სხვა) ჩატარებას;
თ) კოორდინირებას უწევს კათედრის მუშაობას და უზრუნველყოფს ფუნქციების ეფექტურად განაწილებას კათედრის წევრებს შორის;
ი) წარუდგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს (პადაგოგთა რეიტინგის, წახალისების მექანიზმების, ექსპერტთა მოწვევის, ტრენინგებისა და სხვა ღონისძიებათა შესახებ) სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგიურ საბჭოს;
                                           VI თვი.   კათედრის სხდომა
 გადაწყვეტილებები:
6.1. კათედრა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თუ:
ა) კათედრის სხდომას ესწრება კათედრის საერთო წევრთა 2/3.
ბ) კათედრის სხდომა გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით:
გ) ხმების თანაბარი რაოდენობით გაყოფის შემთხვევაში კათედრის თავმჯდომარის ხმა არის გადამწყვეტი;
                                           6.2. სხდომის ჩატარება
თუ კათედრაზე გაერთიანებულია ხუთზე მეტი წევრი, კათედრის თავმჯდომარე ირჩევს და ნიშნავს მოადგილეს.
ა) მოადგილე უფლებამოსილია თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევში განახორციელოს თავმჯდომარის უფლებამოსილება (მოიწვიოს სხდომა, წარუძღვეს მას და ა.შ.)
ბ) თუ კათედრაზე გაერთიანებულია ხუთი ან ნაკლები წევრი კათედრის თავმჯდომარის მოადგილე არ აირჩევა. სხდომა უფლებამოსილია მხოლოდ კათედრის თავმჯდომარის უფლებამოსილებით;
                                     VII თავი.   ცვლილება-დამატებები დებულებაში
 7.1. ცვლილებებს შეიმუშავებს კათედრის თავმჯდომარე წევრებთან ერთად და ამტკიცებს პედაგოგიური საბჭო
შესაძლებელოა, კათედრამ შემოიღოს  საგნობრივ ჯგუფში საუკეთესო მოსწავლის (საფეხურის ან კლასის მიხედვით) პრიზი, რომელიც ყოველ წელს სკოლის დამთავრებისას საერთო შეკრებაზე გადაეცემა.
        კათედრის წევრები რეგულარულად უნდა შეიკრიბონ (მინიმუმ ორჯერ თითო სემესტრში). აუცილებელია კათედრის შეკრება წლის დასაწყისში. ამ შეკრებაზე (წლის დასაწყისში და სავარაუდოდ შემდეგ ყოველი სემესტრის ბოლოს როგორც მინიმუმ) აუცილებელია, რომ განიხილონ ეროვნული სასწავლო გეგმა და  წინასწარ იქნეს განსაზღვრონ, თუ რა საჭიროებები ექნებათ მასწავლებლებს წლის განმავლობაში; რა პრობლემები შიძლება წამოიჭრას და რა რესურსების გამოყენება იქნება საჭირო საგანმანათლებლო სტანდარტის შესასრულებლად. ამ დროეისთვის უნდა მოხდეს პრობლემების გამოვლენა და შეფასება, თუ რა ხარისხით იქნება შესაძლებელი თითოეული მოსწავლისთვის საგნობრივი პროგრამით გათვალისწინებული შედეგების მიღწევა.
                       

კათედრის მუშაობის ძირითადი მიმართულებები:


§  საგნი სწავლების კოორდინაცია
§  სახელმძღვანელოების შერჩევა
§   რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მოსწავლე კლასების მიხედვით.მინიმალური ბარიერის დადგენა.
§  საგანმანათლებლო რესურსების მოძიება
§  რეკომენდაციების შემუშავება ახალ მეთოდოლოგიებსა და მიდგომებთან დაკავშირებით
§  პროფესიული განვითარებისათვის სათანადო გზების დასახვა. ტრენინგ-სემინარებზე დასწრება.პროფესიული განვითარების ჯგუფის შექმნა.სკოლაში ურთიერთთანამშრომლობის, ურთიერთშეფასებისა და თვითშეფასების კულტურის დამკვიდრება.მასწავლებელთა საქმიანობის ხარისხის  ეფექტიანობის ზრდა ურთიერთსწავლების გზით.
§  ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობების განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება.

§  სხვა საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლებთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა.
n  კათედრის წევრთა რეგულარული შეხვედრების ორგანიზება, სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის,
n  სახელმძღვანელოების შერჩევა,
n  საათობრივი ბადის შექმნა,
n  შეფასების კომპონენტების შემუშავება,
n  კათედრის სხდომებზე ერთმანეთის  გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობების განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება,
n  სხვა საგნობრივი ჯგუფების მასწავლებლებთან კოორდინირებული მუშაობის წარმოება,
n  კათედრის წევრთა პროფესიული განვითარების გზების დასახვა (სხვადასხვა ტრეინინგებში, კონკურსებსა და კონფერენციებში მონაწილეობა).  


კათედრის დოკუმენტაცია:

1.მასწავლებლების მონაცემთა რუკა
2.საუკეთესო მასწავლებლის კრიტერიუმები
3.საუკეთესო მოსწავლის კრიტერიუმები
4.კათედრის მუშაობის ძირითადი მიმართულებები
5.კათედრის სემესტრული მუშაობის გეგმა
6.მასწავლებლების სილაბუსები
7.შეფასების კომპონენტები
8.სახელმძღვანელოების ნუსხა
9.პრობლემების აღწერის ცხრილი
10.კათედრის წევრთა შეხვედრის გრაფიკი
11.კათედრის წევრების შეხვედრების მოკლე აღწერა
12.მასწავლებელთა მონიტორინგის მასალები
13 . მოსწავლეთა  მონიტორინგის გრაფიკი
14 .მოსწვლეთა მონიტორინგის შედეგების ანალიზი
15.ოლიმპიადებისა და კონფერენციების გრაფიკი
16.ოლიმპიადებისა და კონფერენციების შედეგების ანალიზი
17.მოსწავლეთა რეიტინგები
18.მასწავლებელთა რეიტინგები
19. მასწავლებელთა პორტფოლიოების მონიტორინგის მასალები
20. მასაწვლებელთა ანგარიშები

                       კათედრის სხდომის ოქმები

                                            ოქმი N1
      
             2013  წლის  6  სექტემბერს  გაიმართა  ფლევის  საჯარო  სკოლის  ქართული ენისა და ლიტერატურის  კათედრის  სამუშაო შეხვედრაესწრებოდა სამი წევრი
.
                                                 
    დღის  წესრიგი:

1.
კათედრის ხელმძღვანელის არჩევა.
2.
საათების  განაწილება
კათედრის  წევრებმა  შეაჯამეს  გასული  სასწავლო  წლის  მუშაობამადლობა  გადაუხადეს  კათედრის თავმჯდომარეს,ნორატეფნაძეს  გაწეული  მუშაობისთვის  და  აირჩიეს  ახალი  თავმჯდომერე, დარიკოტაბატაძე.
            2.
შეთანხმდნენ  საათების  განაწილებაზე:
დარიკო ტაბატაძე - VII, VIII, X, XI კლასები.  სულ 20 საათი
ზურაბ ლომიძე - VI კლასი.  სულ 5 საათი
ნორა ტეფნაძე - V, IX, XII კლასები.სულ 16 საათი

                                                                     
ოქმი N 2

          2013 
წლის 20 სექტემბერს გაიმართა ქართულიენისადალიტერატურის  კათედრის  სხდომადაესწრო სამი მასწავლებელი.
                                                        
                                                                                     დღის წესრიგი:
 1.სილაბუსებისა და თემატური გეგმების განხილვა.
 2.წერითი სამუშაოების(შემაჯამებლებიტესტირებების)დაგეგმვა.
 3. შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა
 4.გაკვეთილებზე დასწრების დაგეგმვა.
 5.წლის საუკეთესო მოსწავლის გამოსავლენად კრიტერიუმების შემუშავება.
6. კვირეულების ორგანიზება
                                           
             
1.    კათედრის  წევრებმა  წარმოადგინეს  ინდივიდუალური  სამუშაო  გეგმები  და  სილაბუსებიგანიხილეს ერთობლივად მცირეცვლილებების შემდეგდაამტკიცეს განსახორციელებლ.(იხილეთ დანართი)
2.    ქართულენასადალიტერატურაში  ყველა  კლასში  გეგმით  განსაზღვრულია  შემაჯამებელი  სამუშაოებიპირველ სემესტრში - 4 შემაჯამებელიმეორეში-5. 
3. კათედრის წევრებმა შეიმუშავეს შეფასების კრიტერიუმები ( იხილეთ დანართი)
 
4..პედაგოგებმა  შეიმუშავეს გაკვეთილებზე   ურთიერთდასწრების  გეგმა:

ურთიერთდასწრების  გეგმა   I    სემესტრისთვის:

N
მასწავლებელი
გაკვეთილის     თემა
                                 კლასი
               დრო
        შენიშვნა
1.
დარიკო ტაბატაძე
        რომანტიზმი XIX საუკუნის სავიზიტო ბარათი
   XI
ოქტ.

2.
დარიკო ტაბატაძე
        ბიბლიური სახისმეტყველება აგიოგრაფიულ მწერლობაში
   X
ნოემ.

3.
ნორა ტეფნაძე






        გეგმა  მეორე  სემესტრისთვის:


N
მასწავლებელი
გაკვეთილის     თემა
                                 კლასი
               დრო
        შენიშვნა
1.
დარიკო ტაბატაძე
       
   VII


2.
დარიკო ტაბატაძე
      
   VIII


3.
ნორა ტეფნაძე





 4. .       პედაგოგებმა  შეიმუშავეს  კრიტერიუმები  წლის  საუკეთესო  მოსწავლის  გამოსავლენად.
 
კრიტერიუმები:
·                     მუდმივად ჩართულია საგაკვეთილო პროცესში.
·                      დავალებებს ასრულებს  მონდომებითა და უშეცდომოდ. 
·                     მსჯელობს არგუმენტირებულად, 
·                     აკეთებს  ლოგიკურ დასკვნებს, 
·                     ლექსიკა მდიდარი და დახვეწილია,
·                      ნამუშევრები  შესრულებული  აქვს   უშეცდომოდ.
·                      აქტიურად ,მონაწილეობს სასკოლო ღონისძიებებში, კონფერენციებსა და ოლიმპიადებში. 
·                     კარგად აქვს გაცნობიერებული საკუთარი როლი კლასგარეშე აქტივობებში.

5. კვირეულების  ორგანიზება.
საგნობრივი  კვირეულები:
    1. 
ქართული  ენის  დღისადმი  მიძღვნილი  კვირეული -- 14  აპრილი.
     2. ,, მტრის ურჩი რაინდი“- დიმიტრი ყიფიანის საიუბილეო კვირეული ( მაისი)



ოქმი №3
2014 წლის 22 ნოემბერს შედგა ფლევის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის სხდომა. სხდომას ესწრებოდა სამივე მასწავლებელი.
დღის წესრიგი:
         დარიკო ტაბატაძის მიერ მეათე და მეთერთმეტე კლასებში ჩატარებული სამოდელო გაკვეთილების განხილვა-ანალიზი
მოისმინეს
         დ. ტაბატაძემ წარმოადგინა ორივე სამოდელო გაკვეთილის გეგმა და P.P-ში აწყობილი პრეზენტაციები( გეგმები და პრეზენტაციების ელექტრონული ვერსია ოქმს თან ახლავს).
         დ. ტაბატაძე თვლის, მოსწავლეებმა შეძლეს სხავადასხვა წყაროებზე მუშაობა, გამოავლინეს ინფორმაციის მოძიების, შეფასებისა და ანალიზის უნარი, მოსწავლეებმა აჩვენეს, რომ შეუძლიათ დამოუკიდებელი მსჯელობა.
         დ.ტაბატაძე თვლის, რომ მიაღწია მიზანს,რომელიც,ცხადია,საგნობრივ სტანდარტთან არის შესაბამისობაში.
აზრი გამოთქვეს: ზ. ლომიძემ, ნ. ტეფმაძემ და აღნიშნეს, რომ მასწავლებლის მიერ გამოყენებული სტარატეგიები სავსებით შეესაბამებოდა მიზანს, გაკვეთილის მსვლელობისას გამოიყენა მის მიერვე შექმნილი დამხმარე რესურსები, ერთმანეთთან დააკავშირა ახალი და განვლილი მასალა,მის მიარ გამოყენებული სტრატეგიები ხელს უწყობს მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობისა უნარისა დაკრიტიკული აზროვნების განვითარებას.
მიეცა რეკომენდაცია:
      1. დავალების მიცემისას მეტად გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობანი.

      2. აქტიურად ჩააბას პრეზენტაციის მომზადების პროცესში მოსწავლეთა ძირითადი ნაწილი  



Комментариев нет:

Отправить комментарий