სადამრიგებლო პროგრამა

                   სადამრიგებლო-სააღმზრდელო პროგრამა

მეხუთე კლასის დამრიგებლის სამუშაო გეგმა (2016 – 2017 სასწავლო წელი)
                                                      სსიპ. ფლევის საჯარო სკოლა.დარია ტაბატაძე




                                         სადამრიგებლო საათის პროგრამის მიმართულებებია:

       1. პიროვნული და მორალური განვითარება - მე - პიროვნება, სოციუმი ჩემს გარშემო, ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, ეტიკეტი;
       2. გარემოს დაცვის კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი - პირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, სასარგებლო საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე, გარემოს და ბუნების მოფრთხილება;
       3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ - პატრიოტული ცნობიერება - ჩემი ეზო, ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები;
       4. თვალსაწიერის გაფართოება - ხელოვნების, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევები.
კლასში დავდგავ "სურვილების ყუთს", სადაც მოსწავლეები ჩაყრიან ფურცლებს, რომლებზეც მათთვის საინტერესო თემებზე მოსაზრებებს გამოთქვამენ. იქვე მითითებული იქნება, აღნიშნული საკითხის განხილვა საჯაროდ სურთ თუ ინდივიდუალურად. ასევე, სადამრიგებლო საათისთვის შევიმუშავებ წესებს. ავუხსნი მოსწავლეებს, რომ ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. დაუშვებელია შეხვედრებზე ვინმეს განსჯა: საუბრისას განიხილება საქციელი, შემთხვევები და არა პიროვნება.
       სადამრიგებლო საათებს ჩავატარებ ყოველი კვირის ბოლოს. სადამრიგებლო საათის ბოლოს მოსწავლეებისგან მივიღებ უკუკავშირს: რა გაიგეს და ისწავლეს მათ ამ შეხვედრაზე? რა იყო მათთვის განსაკუთრებით საინტერესო? რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ? ასევე, სადამრიგებლო საათსს ჩავატარბს სკოლის გარეთ, ექსკურსიაზე ან მუზეუმის დათვალიერებისას, მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე.
ვაპირებ, ჩავატარო კლასის საათები შემდეგი თემატიკით:
გამოფენა:,,შემოდგომაბუნების წიაღში მიღებული შთაბეჭდილების მიხედვით გადაღებული     პეიზაჟებისაგან ფოტო-ესეს შექმნა.
საქველმოქმედო აქცია მონასტერში.
მუსიკის საათი;,,ჩემი საყვარელი მუსიკა“ (საყვარელი მუსიკალური ნაწარმოების მოძიება და მოსმენა კლასში, თუ შეასრულებენ,მთლად უკეთესი)
პოეზიის საათი:,,ჩემი საყვარელი ლექსი“(ისწავლონ და მხატვრულად წარმოადგინონ მათთვის სასურველი ლექსი)
ჩემი საყვარელი ნახატი,ისაუბრონ ნახატზე და ავტორზე
ჩემი საყვარელი წიგნი:,,წიგნების გამოფენა
დისკუსია: ნანახი ფილმის განხილვა
ფოტო-ესე:,,ახალი წელია!''-  ინტერნეტში მოძიებული სურათების მიხედვით .
                               დისკუსიები:
·                "მე ვარ ადამიანი";
·                მე და სამყარო"
·                "საჭიროებიდან-უფლებებამდე";
·                " წინასწარ ნუ განსჯი";
·                " რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის"';
1.        გამოჩენილი პიროვნებებიხელოვნების ქმნილებებისამეცნიერო აღმოჩენები.
                                             კალენდარული    გეგმა


##
შესასრულებელი   საკითხები
შესრულების
        დრო
კლასის კონტიგენტის დაზუსტება,
 ჟურნალის  და სასკოლო დოკუმენტაციისწარმოება
სექტემბერი
 წლიური სამუშაო გეგმის შედგენა                        
სექტემბერი
მშობელთა კრებაორგანიზაციულ საკითხებზე
სექტემბრის ბოლოს
კლასის საათი ორგანიზაციულ
საკითხებზე
სემესტრის
დასაწყისში
მოსწავლეთა გამოცხადების და დაგვიანების ყოველდღიური  აღრიცხვა
მთელი წლის
მანძილზე
ინდივიდუალურიშეხვედრები  მშობლებთან
მთელი წლის
მანძილზე
მინდა ვიყო ჯანმრთელი ადამიანირასნიშნავს ჯანმრთელი ადამიანი?
ოქტომბერი
საუბარი  ცხოვრების ჯანსაღი წესისშესახებ
ნოემბერი
საუბარი ... რა არის ღირსება?
ოქტომბერი
არასტანდარტულ სიტუაციაში ადეკვატური
მოქმედებასიფრთხილის გამოჩენა უცნობ ადამიანებთანმათ შორისვირტუალურ მეგობრებთან.
ნოემბერი
ექსკურსია მუზეუმში
დეკემბერი
კლასის საათი მოსწავლეთა ინტერესებისა და აქტუალური თემების გათვალისწინებით
თვეში ერთხელ
კლასის საათი:
სემესტრის შედეგების განხილვა
იანვარი
საუბარი: „იყავით ისრაც ხართ
იანვარი
ინდივიდუალური საუბრები ასაკობრივ ცვლილებებთან დაკავშირებით
თებერვალი
ვიცხოვროთ მავნე ჩვევების გარეშე
თებერვალი
მუსიკის საათი
თებერვალი
გართობის საშუალებებიკომპიუტერული
 თამაშებიინტერნეტიმათი დადებითიდა
 უარყოფითი მხარეები.
მარტი
ჩემი საყვარელი ნახატი, წიგნი ან ლექსი
მარტი
საუბარი :  რა ვიცით ჩვენი   ტრადიციების შესახებ“
აპრილი

ჩვენი უფლება-მოვალეობები
აპრილი
საქველმოქმედო აქცია მონასტერში.
მაისი
ჩვენი უფლება-მოვალეობები
მაისი
სასკოლო პროექტი: ,,არაგვს ზემოთ,არაგვს ქვემოთ"
მაისი


კლასის საათი წლის მოსალოდნელი შედეგების შესახებ
ივნისი
ექსკურსია 
ივნისი
მიმოხილვაწლის შედეგების გაცნობა
ივნისი
მშობლებისათვის შედეგების გაცნობა



                                        

1 комментарий: