სიცოცხლე უნდა ქარიშხალს ჰგავდეს,
მეხის გავარდნას ჰგავდეს სიკვდილი,
მტერიც გყავდეს და მოყვარეც გყავდეს,
მაგრამ არც ერთთან ჭამო სირცხვილი.
სიცოცხლე უნდა სიმღერას ჰგავდეს,
ვიდრემდე გული შეწყვეტდეს ფეთქვას
და თუ ცხოვრებას ვერ გაუმკლავდი,
მაინც უნდა თქვა, რაც უნდა გეთქვა!
სიცოცხლე უნდა მადლობა იყოს,
ღვთისადმი შენგან კრძალვით მიძღვნილი,
ისე ლამაზად უნდა იცხოვრო,
მზის ჩასვლას ჰგავდეს უნდა სიკვდილი.
ტარიელ ჩარქსელიანი
მეხის გავარდნას ჰგავდეს სიკვდილი,
მტერიც გყავდეს და მოყვარეც გყავდეს,
მაგრამ არც ერთთან ჭამო სირცხვილი.
სიცოცხლე უნდა სიმღერას ჰგავდეს,
ვიდრემდე გული შეწყვეტდეს ფეთქვას
და თუ ცხოვრებას ვერ გაუმკლავდი,
მაინც უნდა თქვა, რაც უნდა გეთქვა!
სიცოცხლე უნდა მადლობა იყოს,
ღვთისადმი შენგან კრძალვით მიძღვნილი,
ისე ლამაზად უნდა იცხოვრო,
მზის ჩასვლას ჰგავდეს უნდა სიკვდილი.
ტარიელ ჩარქსელიანი
ვიდრემდის ქარები მლოკავენ,
ცას ღრუბლის ჩრდილებად ვეღვრები...
გულო,შენ მჭირდები მბორგავი,
გულო, შენ ტყუილად მეღლები.
გულო, რა ნისლებში დაცურავ,
ცრემლები რა შენი საქმეა,
სიკვდილი შენ გიდგას მსახურად,
სად ეძებ?! - შენს ზურგთან, აქვეა...
გულო, სხვას ვის უნდა შევჩივლო,
ვიფრინოთ, ვიდრემდის ფრთებია,
გულო, შენ მჭირდები, შეშლილი,
სიკვდილით ლაჩარნი ჰკრთებიან,
გულო, შენ მჭირდები მბორგავი,
ვიკმაროთ, რაც დამიკვნესია.
ნუ ვზოგავთ, როცა არ გვზოგავენ -
დათმობა დიაცთა წესია.
ვემზადოთ ახალი ომისთვის,
კარგია, იფხიზლებ,კანკალებ,
ბორკილი მზადდება მონისთვის -
შენ დაბადებამდე გასწავლეს.
ვიდრემდის ქარები მლოკავენ,
ცას ღრუბლის ჩრდილებად ვეღვრები,
გულო, შენ მჭირდები მბორგავი,
გულო, რა ტყუილად მეღლები.
ტარიელ ხარხელაური
ცას ღრუბლის ჩრდილებად ვეღვრები...
გულო,შენ მჭირდები მბორგავი,
გულო, შენ ტყუილად მეღლები.
გულო, რა ნისლებში დაცურავ,
ცრემლები რა შენი საქმეა,
სიკვდილი შენ გიდგას მსახურად,
სად ეძებ?! - შენს ზურგთან, აქვეა...
გულო, სხვას ვის უნდა შევჩივლო,
ვიფრინოთ, ვიდრემდის ფრთებია,
გულო, შენ მჭირდები, შეშლილი,
სიკვდილით ლაჩარნი ჰკრთებიან,
გულო, შენ მჭირდები მბორგავი,
ვიკმაროთ, რაც დამიკვნესია.
ნუ ვზოგავთ, როცა არ გვზოგავენ -
დათმობა დიაცთა წესია.
ვემზადოთ ახალი ომისთვის,
კარგია, იფხიზლებ,კანკალებ,
ბორკილი მზადდება მონისთვის -
შენ დაბადებამდე გასწავლეს.
ვიდრემდის ქარები მლოკავენ,
ცას ღრუბლის ჩრდილებად ვეღვრები,
გულო, შენ მჭირდები მბორგავი,
გულო, რა ტყუილად მეღლები.
ტარიელ ხარხელაური
,, ველზე ყაყაჩოთა ნაღვერდალი,
წვიმის სევდიანი იდილია,
რაც მიყვარს, ყველაფერი აქეთ არი,
წყალგაღმა მარტო სიკვდილია.
მე რას გთხოვ? _ ბევრი არაფერი,
სიტყვა სიყვარულით მომიწანი,
ვიდრე აქეთა ვარ, მომეფერე,
ნავში ჩაჯდომამდე მომისწარი.
თორემ თუ მგზავრობა დამიპირეს,
ვეღარ მოვერიე ქარიშხალებს,
მერე როგორც გინდა, დამიტირე,
ფარჩა-აბრეშუმი გამიშალე.
აღარ გამთელდება ნაღარავი
გული, აქამდეც რომ მიკირია,
წყალგაღმა არაფერი აღარ არის,
წყალგაღმა მარტო სიკვდილია..."
მანანა ჩიტიშვილი
წვიმის სევდიანი იდილია,
რაც მიყვარს, ყველაფერი აქეთ არი,
წყალგაღმა მარტო სიკვდილია.
მე რას გთხოვ? _ ბევრი არაფერი,
სიტყვა სიყვარულით მომიწანი,
ვიდრე აქეთა ვარ, მომეფერე,
ნავში ჩაჯდომამდე მომისწარი.
თორემ თუ მგზავრობა დამიპირეს,
ვეღარ მოვერიე ქარიშხალებს,
მერე როგორც გინდა, დამიტირე,
ფარჩა-აბრეშუმი გამიშალე.
აღარ გამთელდება ნაღარავი
გული, აქამდეც რომ მიკირია,
წყალგაღმა არაფერი აღარ არის,
წყალგაღმა მარტო სიკვდილია..."
მანანა ჩიტიშვილი
მარხვა დაიწყო...დედაკაცო,,
გაცერი ფიქრი,
გაავსე ვარცლი,
ამოზილე ცოდვის პურები.
ცისკარი - თეთრი ხილაბანდი,
კიდია სკამზე,
წაიკარი და უკან-უკან
ნუ იყურები!
რაღას დაეძებ, გაზაფხული
მოვა თუ არა,
ან მარტმა უკვე გადმოწყემსა
მერცხლის გუნდები?!...
უცნაურია, წინსაფარში
სიზმარს რომ მალავ,
რომ ისევ გიყვარს,
საკუთარ თავს, რომ არ უტყდები!
ნუღარ კითხულობ
ის პერანგი გაცვდა თუ არა...
ან ჯიბესთან თუ კვლავ ატყვია
ნათითურები?!...
მარხვა დაიწყო...წამოდექი,
გაცერი ფიქრი,
გაავსე ვარცლი,
ამოზილე ცოდვის პურები.
ჭიშკართან - თალხი შეღამება,
ბრუნდება ქმარი,
შეეგებე და უკან-უკან
ნუ იყურები
გაცერი ფიქრი,
გაავსე ვარცლი,
ამოზილე ცოდვის პურები.
ცისკარი - თეთრი ხილაბანდი,
კიდია სკამზე,
წაიკარი და უკან-უკან
ნუ იყურები!
რაღას დაეძებ, გაზაფხული
მოვა თუ არა,
ან მარტმა უკვე გადმოწყემსა
მერცხლის გუნდები?!...
უცნაურია, წინსაფარში
სიზმარს რომ მალავ,
რომ ისევ გიყვარს,
საკუთარ თავს, რომ არ უტყდები!
ნუღარ კითხულობ
ის პერანგი გაცვდა თუ არა...
ან ჯიბესთან თუ კვლავ ატყვია
ნათითურები?!...
მარხვა დაიწყო...წამოდექი,
გაცერი ფიქრი,
გაავსე ვარცლი,
ამოზილე ცოდვის პურები.
ჭიშკართან - თალხი შეღამება,
ბრუნდება ქმარი,
შეეგებე და უკან-უკან
ნუ იყურები
მხოლოდ ერთხელ...
(გიორგი ლეონიძის მონატრება)
მინდა, ზვრები გაზაფხულის
ღრუბელს მოვაწვიმინო.
ვაი, როგორ გაფრენილა
ჩემი ჟღალი მიმინო?!
მივდივარ და სად მივდივარ,
სადაური საითა?
ლელო ერთხელ გავიტანე,
განა კიდევ გავიტან?!
გუმბათს ერთხელ ჩამოვკიდე
მოგუგუნე ზარები
და დარუბანდს მხოლოდ ერთხელ
ჩამოვხსენი კარები.
მხოლოდ ერთხელ აღვაშენე
სვეტიცხოვლის ტაძარი
და ლაშქარი დიდგორისკენ
მხოლოდ ერთხელ დავძარი.
მხოლოდ ერთხელ დამესიზმრა
სიყვარულის სიზმარი
და განმეხვნა ერთხელ მხოლოდ
კარნი სამოთხისანი.
მინდა, ზვრები გაზაფხულის
ღრუბელს მოვაწვიმინო,
ვაი, როგორ გაფრენილა
ჩემი ჟღალი მიმინო?!
სადაური სად გაფრინდა,
ვის ცერზე ზის ტიალი,
ვის შეუდგა და ვის ასმევს
შარბათს ოქროს ფიალით?...
ახლა გუმბათს მან დაჰკიდოს
მოგუგუნე ზარები
და დარუბანდს ახლა ერთხელ
მან ჩამოხსნას კარები!
ახლა სხვამან აღაშენოს
სვეტიცხოვლის ტაძარი
და ლაშქარი დასძრას დიდგორს,
როგორც ერთხელ დავძარი!
ახლა სხვასაც დაესიზმროს
სიყვარულის სიზმარი
და განეხვნეს ერთხელ სხვასაც
კარნი სამოთხისანი!
არჩილ სულაკაური
(გიორგი ლეონიძის მონატრება)
მინდა, ზვრები გაზაფხულის
ღრუბელს მოვაწვიმინო.
ვაი, როგორ გაფრენილა
ჩემი ჟღალი მიმინო?!
მივდივარ და სად მივდივარ,
სადაური საითა?
ლელო ერთხელ გავიტანე,
განა კიდევ გავიტან?!
გუმბათს ერთხელ ჩამოვკიდე
მოგუგუნე ზარები
და დარუბანდს მხოლოდ ერთხელ
ჩამოვხსენი კარები.
მხოლოდ ერთხელ აღვაშენე
სვეტიცხოვლის ტაძარი
და ლაშქარი დიდგორისკენ
მხოლოდ ერთხელ დავძარი.
მხოლოდ ერთხელ დამესიზმრა
სიყვარულის სიზმარი
და განმეხვნა ერთხელ მხოლოდ
კარნი სამოთხისანი.
მინდა, ზვრები გაზაფხულის
ღრუბელს მოვაწვიმინო,
ვაი, როგორ გაფრენილა
ჩემი ჟღალი მიმინო?!
სადაური სად გაფრინდა,
ვის ცერზე ზის ტიალი,
ვის შეუდგა და ვის ასმევს
შარბათს ოქროს ფიალით?...
ახლა გუმბათს მან დაჰკიდოს
მოგუგუნე ზარები
და დარუბანდს ახლა ერთხელ
მან ჩამოხსნას კარები!
ახლა სხვამან აღაშენოს
სვეტიცხოვლის ტაძარი
და ლაშქარი დასძრას დიდგორს,
როგორც ერთხელ დავძარი!
ახლა სხვასაც დაესიზმროს
სიყვარულის სიზმარი
და განეხვნეს ერთხელ სხვასაც
კარნი სამოთხისანი!
მინდა, ზვრები გაზაფხული
სღრუბელს მოვაწვიმინო,
ვაი, როგორ გაფრენილა
ჩემი ჟღალი მიმინო!
სღრუბელს მოვაწვიმინო,
ვაი, როგორ გაფრენილა
ჩემი ჟღალი მიმინო!
არჩილ სულაკაური
პირმზითი
რას ხედავ, თვალო უშტარო?
ბინდი კრთება და იძვრის,
სულთა პეპელა დაფრინდა, ფრთა დამეფარა სიზმრის.
რას ხედავ, ობლის სიზმარო?
წყალი დიდდება შავი,
ვხედავ კამეჩის ნუჟრიან, უჟამ-უთენარ ბღავილს…
სულთა პეპელა დაფრინდა, ფრთა დამეფარა სიზმრის.
რას ხედავ, ობლის სიზმარო?
წყალი დიდდება შავი,
ვხედავ კამეჩის ნუჟრიან, უჟამ-უთენარ ბღავილს…
წამიღე, რაც-რამ მემართა,
ერთი სიკვდილით გიბრი,
ეს იალმწვანე წაიღე, თვალთა ჟინი და ლიბრი,
ჩემი მდინარე წაიღე,
ქვის და გორმახის ყანა,
წაიღე, უშბის ჩარდახზე თეთრი ღრუბლები წვანან,
წაიღე, ბავშვის ღიმილმა მთვარე წასტაცა უნასს,
კალოზე, კევრის გარშემო ,მზე და ცარგვალი ბრუნავს,
წაიღე, ხარებს ახორში ალოკვინებენ მარილს,
ჩემი წყვდიადი წაიღე, ჩემზე სათქმელი ზარი…
ერთი სიკვდილით გიბრი,
ეს იალმწვანე წაიღე, თვალთა ჟინი და ლიბრი,
ჩემი მდინარე წაიღე,
ქვის და გორმახის ყანა,
წაიღე, უშბის ჩარდახზე თეთრი ღრუბლები წვანან,
წაიღე, ბავშვის ღიმილმა მთვარე წასტაცა უნასს,
კალოზე, კევრის გარშემო ,მზე და ცარგვალი ბრუნავს,
წაიღე, ხარებს ახორში ალოკვინებენ მარილს,
ჩემი წყვდიადი წაიღე, ჩემზე სათქმელი ზარი…
ჩრდილებდასხმული პირმზითი,
ვხედავ, რა გზებით მავლევს,
ვხედავ, ცა როგორ ჟღალდება მარიამობის დამლევს,
ჩემს ტოტზე ჩიტი შროშანი,ვხედავ, რა ხმაზე ტირის,
მზე როგორ მავლებს ფოთოლზე გამოსათხოვარ გვირისტს.
ნათელო,თალხო,ნათელო,ცრემლო ყოველთა ზედა,
მიჩვენე სახე ნამდვილი, უკანასკნელად გხედავ…
ვხედავ, რა გზებით მავლევს,
ვხედავ, ცა როგორ ჟღალდება მარიამობის დამლევს,
ჩემს ტოტზე ჩიტი შროშანი,ვხედავ, რა ხმაზე ტირის,
მზე როგორ მავლებს ფოთოლზე გამოსათხოვარ გვირისტს.
ნათელო,თალხო,ნათელო,ცრემლო ყოველთა ზედა,
მიჩვენე სახე ნამდვილი, უკანასკნელად გხედავ…
დავით წერედიანი
სულ მაღლა, მზესთან რომ ვიბიბინო,
ჯერ აქ, პატრონის მკლავზე ვიელვებ...
მე ნისლისფერი ვიყავ მიმინო
და შენ დროზე ვერ იბაზიერე.
ჟრიალებს მთვარე - ზეცის საყურე
და ვერ მიხვდება პატრონი ფიქრებს,
შენ კი არა გგავს, ყურშიც ჩამყვირის,
რომ მუდამ ამ ხმის ერთგული ვიქნე.
და ისევ ჩანხარ წარსულში მკრთალი,
თუმცა სხვა მხრების მხურავს ჩერო და
რა ჩემი ბრალი,
რა ჩემი ბრალი,
თუ ვერ შეიძელ ბაზიერობა.
მანანა ჩიტიშვილი
,,ცხრა განწირული ძახილი საბლად ჩავკიდე შავეთს,
ცხრა მზე ბრუნავდა, ცხრაბნელი,უკუნს მაფენდა ცხრავე.
რას ითვლი, მუხის მერქანო,რამდენისა ვართ ხანად,
ხვალ თექვსმეტისა ვიქნები,თუ გაზაფხულმა ბრძანა,
და ვიდრე ჟამი დაკრავდეს,კვლავ ჩამიხვევდეს ჩქერი,
გლეხის ბიჭი ვარ ლაზარე,ხნულში ვდგევარ და ვმღერი...
- სამი ასული მცილობდა,როკვად მიწვევდა ყარიბს,
ერთი მათგანი მზის იყო,ერთი მათგანი მთვარის,
ერთი სულ უცხო ერია,ჩემთვის უვლია ცხრამთა,
შავ ცხენზე იჯდა, საღარზე,შავი ეჯიბი ჰყავდა.
ცის ნათელს მღერის ლაზარე,მთებზე დაფენილ ციაგს,
აპრილის ფერად კალთაზე მღერის ქსანსა და ლიახვს,
თუ გაზაფხულმა ინება,წილი თავიდან ვყარო,
შენი ვარ, მწვანე მერეხო,ყვავილდასხმულო ღვარო,
ქართლის ნაზამთრალ გულისპირს ნელი წვიმებით ნამავს,
ვაჰმე,რა მშვიდად თამაშობს,სიკვდილსიცოცხლის თამაშს...
II
მოზარე ქალთა კრებული რისთვის დამსხდარა მცხეთას?
რისთვის მოარწევს მდინარე წითლად შემოსილ ცხედარს?
რისთვის მოდიან მხედრები ანანურით თუ არშით?
- შენი ღიმილი მიყვარდა,წყვილი პეპელა ქარში.
- შენი გულმკერდი მიყვარდა,მწიფე თავთუხის ხვავი.
- შენი ფერდები მიყვარდა,მჟავე სურნელი ჭვავის.
მუხლებზე ხელებდაყრილი ვზივარ ეკვდერის კარად.
აღმდგარა ყველა ლაზარე,ჩემი ლაზარე - არა.
როგორ მოარხევს ბინდისფერს ქარში ალვების წყება,
მზის გულზე მოვის პერანგი როგორ თოვლივით დნება.
სხივთალხით განათებულა სალაზარობო ნათლით,
ქართლი, გვირგვინი ეკლისა,მწირის არგანი, ქართლი.
ამოდის მწუხრის ვარსკვლავი.ვზივარ გზისპირას მარტო.
- არ ჩაქრე, მწარე სახმილო,მაცოცხლებელო დარდო...''
,,მიდი, გარეკე,
თორემ ქარმა უკვე გარეკა,
დეკემბრის წკვარამს ვარსკვალვებიც ვეღარ შველიან,
ცამ ,,სულთათანას” სევდიანი ზარი დარეკა
და მთვარეც ახლა ძველებურად ფეხშიშველია.
აი, მოვდივარ,
წყეული ცა სულში მიძვრება,
სულში ბობოქრობს, სულში ავობს, სულში მყეფარობს,
ერთხელ სიბერეს კი არადა, ხომ შეიძლება
თუნდ ერთხელ მაინც, თვით სიკვდილსაც გამოეპარო.
მიდი, გარეკე
ერთხელ სიბერეს კი არადა, ხომ შეიძლება
თუნდ ერთხელ მაინც, თვით სიკვდილსაც გამოეპარო.
მიდი, გარეკე
თორემ ჩემს ქოხს ფრთები დაატყდა,
მთვარის როკვასაც ვეღარ უძლებს ძველი ყავარი
და თუმცა ჟამი მეც მეხივით თავზე დამატყდა,
,,ჩემი სამარხი ზედ მარტყია ვერცხლის ქამარი”.
.....ვიცი, ღამდება, ვიცი სადღაც ცივა იანვარს,
და მზის გარეშე დარჩენილი ჩერო სლუკუნებს,
ნუ მეკითხები, რად გაგვეხსნა გულის იარა
ამ წუთისოფლის ბნელ კოფოზე შემოსკუპულებს.
ნუ მეკითხები, პასუხია თავად ის წლები,
თვალდახელშუა რომ გაფრინდნენ უაღვირონი,
დღეს ზამთრისპირის მინანქარში ნაზად ვიწვები,
მხრებზე გადმომდის ამ ცხოვრების მღვრიე მირონი....."
მთვარის როკვასაც ვეღარ უძლებს ძველი ყავარი
და თუმცა ჟამი მეც მეხივით თავზე დამატყდა,
,,ჩემი სამარხი ზედ მარტყია ვერცხლის ქამარი”.
.....ვიცი, ღამდება, ვიცი სადღაც ცივა იანვარს,
და მზის გარეშე დარჩენილი ჩერო სლუკუნებს,
ნუ მეკითხები, რად გაგვეხსნა გულის იარა
ამ წუთისოფლის ბნელ კოფოზე შემოსკუპულებს.
ნუ მეკითხები, პასუხია თავად ის წლები,
თვალდახელშუა რომ გაფრინდნენ უაღვირონი,
დღეს ზამთრისპირის მინანქარში ნაზად ვიწვები,
მხრებზე გადმომდის ამ ცხოვრების მღვრიე მირონი....."
მურად მთვარელიძე
Комментариев нет:
Отправить комментарий