სამოდელო გაკვეთილები


საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
მასწავლებელი
დარიკო ტაბატაძე
გაკვეთილის თემა
შემაჯამებელი გაკვეთილი: ბიბლიური სხისმეტყველება აგიოგრაფიულ მწერლობაში
სწავლების საფეხური
საშუალო. XIკლასი
მოსწავლეთა პროფილი
7 მოსწავლე. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე არ მყავს
გაკვეთილის აქტუალობა
მოსწავლეთა ცოდნის კონსტრუირება ინტერტექსტუალიზმის, როგორც გამოსახვის მხატვრული მეთოდის შესახებ
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
·         მასწავლებელი ისტ-ის საშუალებით მოახდენს ცოდნის კონსტრუირებას
·         მოსწავლე შეძლებს აგიოგრაფული თხზულებების სწორად წაკითხვას და ანალიზს.
·         შეძლებს განასხვაოს ტექსტში ფაქტობრივი და ქვეტექსტური ინფორმაცია
·         ამოიცნობს ქვეტექსტურ ინფორმაციას და წარმოადგენს ქვეტექსტების ახსნის საკუთარ ვერსიას
·         იმსჯელებს, თუ როგორ განსაზღვრავს კონკრეტული ეპოქა ლიტერატურის ჟანრებს, თემებს, იდეებს
·         შეაფასებს მათ ეპოქის პოლიტიკურ-კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით.
·         ისაუბრებს, თუ რაზე დააფიქრა მარტიროლოგიის გაცნობამ.
·          დააკავშირებს მხატვრული ნაწარმოების იდეებს თანამედროვეობასთან .

წინარე ცოდნა
·         მოსწავლეებსუკვე აქვთ გარკვეული ცოდნა აგიოგრაფიის შესახებ.
·          იცნობენ ქართულ აგიოგრაფიულ მწერლობას.
·          ფლობენ ისტ. საშუალებების გამოყენების უნარ-ჩვევებს.
რესურსები
წიგნი, ნოუთბუქი, პროექტორი, მარკერი, ფორმატი, ეკრანი, ხმის გამაძლიერებელი
გაკვეთილის მსვლელობა
A ფაზა ( გამოწვევა )
         მასწავლებელი პროექტორით აჩცვენებს პირველ სლაიდს და დასვამს კითხვებს, რაც, შესაბამისად, გაამძაფრებს მოლოდინს და გაზრდის მოტივაციას:
1.       როგორ გესმით წმინდა წერილიდან მოხმობილი ციტატის აზრი?
2.      როგორც ცნობილია, წიგნი ღვთისმშობლის პარადიგმაა,სიმბოლოა , თქვენი აზრით, რა ნიშნით შეირჩა იგი?
ორგანიზება - ინდივიდუალური
                                        დრო - 2 წთ

B ფაზა ( ცოდნის კონსტრუირება )
                                       აქტივობა 1
      მასწავლებლის მოთხოვნით მოსწავლეები ავსებენ კორნელის გრაფას: ვიცი. გავიგე. მინდა ვიცოდე. ცხადია , ივსება გრაფის პირველი მონაკვეთი - ვიცი.
ორგანიზება - ინდივიდუალური
დრო - 2 წთ
                                        აქტივობა 2
მასწავლებელი სვამს კითხვებს:
1.      რა არის აგიოგარაფის მიზანი?
2.      ვის შეიძლება ეწოდოს ზნეობრივი გმირი?
3.      რამდენად მნიშვნელოვანია, რატომ არის საჭირო ზნეობრივი გმირის წარმოჩინება?
ორგანიზება - ინდივიდუალური
დრო - 2 წთ
აქტივობა 3
                      მასწავლებელი სვამს კითხვას:
     რა საშუალებებს იყენებს აგიოგრაფი ზნეობრივი გმირის მხატვრული სახის წარმოსაჩენად?
(მოსწავლეები არგუმენტირებულად წარმოადგენენ თავიანთ მოსაზრებას და შეივსება აზრობრივი რუკა-სლაიდი 3)
ორგანიზება - ინდივიდუალური
დრო - 3 წთ
                           აქტივობა 4
                                          მინი ლექცია:
       მასწავლებელი მოკლედ საუბრობს აგიოგრაფის მხატვრული მიზნის შესახებ, თუ რა არის სახისმეტყველება, როგორი წარმომავლობისაა, სავარაუდოდ, ეს მეთოდი,საუბრობს ინტერტექსტუალიზმზე, როგორც გამოსახვის მხატვრულ საშუალებაზე, აკონკრეტებს გაკვეთილის თემას:´,, ბიბლიური სახისმეტყველება აგიოგრაფიულ მწერლობაში.“
დრო - 5 წთ
                          აქტივობა 5
    მასწავლებლის დავალებით მოსწავლეები მუშაობენ ტექსტებზე, მოძებნიან ბიბლიურ სახეებს, გააკეთებენ კომენტარს და წარმოადგენენ ქვეტექსტების ახსნის საკუთარ ვერსიას: ამ მხატვრული სახის გამოყენებით გმირის რა თვისებას გაუსვა ხაზი  ავტორმა( სალაიდი 8 )
ორგანიზება - ჯგუფური
დრო - 7 წთ

აქტივობა 6
     მაწავლებელი აჩვენებს პირველ სლაიდებს, სადაც მოტანილია ციტატები წმინდა წერილიდან და სვამს კითხვებს:
1.      რომელ წმინდანს მიემართება ციტატა და რისი თქმა უნდოდა ამით ავტორს, რატომ, რა მიზნით შემოიტანა ეს სახე აგიოგრაფმა?
             ( სლაიდი 8)
ორგანიზება - ინდივიდუალური
დრო - 8 წთ
აქტივივობა 7
    მასწავლებელი აცნობს იგავს კეთილ სამარიტელზე, აკეთებს კომენტარს და დასვამს კითხვას:
1.      თქვენი აზრით, რაზე მიანიშნებს ამ იგავით მაცხოვარი?
2.      რისკენ მოუწოდებს იესო მორწმუნეებს?
(სავარაუდოდ, გამოიკვეთება ტოლერანტობა, შემწყნარებლობა)
3.      რამდენად ახლობელია ჩვენთვის, ქართველებისთვის ეს განცდა? მსჯელობა გაამყარეთ არგუმენტებით
4.      ქართულ ლიტერატურაში ან ზეპირსიტყვიერებაში თუა ეს თემა წარმოდგენილი ? ( მოსწავლეები , სავარაუდოდ , დაასახელებენ ,,ვეფხისტყაოსანს“ და ხალხურ ლეექსს ,, წუთისოფელი რა არი...“)
ორგანიზება - ინდივიდუალური
დრო - 5 წთ
                                        
                                          აქტივობა  8
                                   რ  ე  ფ  ლ  ე  ქ  ს  ი  ა
       რა მომცა ამ გაკვეთილმა და რაში გამომადგება მომავალში ეს გამოცდილება
     
ორგანიზება - ინდივიდუალური
დრო - 4 წთ

    აქტივობა 9

     მოსწავლეები დაასრულებენ მუშაობას კორნელის გრაფაზე.
ორგანიზება - ინდივიდუალური
დრო - 4 წთ


    აქტივობა 10
                             საშინაო დავალება (შერჩევით)
    ა)  ,, შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“
    ბ)  ,,ყველა ადამის შვილი ვართ.... “

                                             დრო - 2 წთ

    C ფაზა ( შეფასეაბა )
4.      განმავითარებელი კომენტარი
5.      განმსაზღვრელი შეფასება
დრო - 1 წთ
( მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შედგენილი სქემის მიხედვით, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის უნარების გათვალიწინებით)                  


ტექსტოლოგია-,,წამებაი წმიდისა შუშანიკისი"

 (გაკვეთილის გეგმა)

საგანი:ქართული ენა და ლიტერატურა
მასწავლებელი:დარიკო ტაბატაძე
სწავლების საფეხური:საშუალო.X კლასი
მოსწავლლეთა პროფილი:10 მოსწავლე.სსსმ.მოსწავლე არ მყავს
გაკვეთილის აქტუალობა:

გაკვთილის მიზნები და შედეგები:
·         მოსწავლეთა ცოდნის კონსტრუირება ტექსტოლოგიის,როგორც ტექსტის შესწავლის მეთოდის შესახებ.მოსწავლეებში წიგნიერებისა და მედიაწიგნიერების ამაღლება
·         მოსწავლე შეძლებს აგიოგრაფიული თხზულების სწორად წაკითხვას და ანალიზს
·         იმსჯელებს,თუ როგორ განსაზღვრავს კონკრეტული ეპოქა ლიტერატურის ჟანრებს,თემებს,იდეებს
·         დააკავშირებს ნაწარმოების იდეებს თანამედროვეობასთან
·         მოსწავლე ისტ-ის საშუალებით მოახდენს ცოდნის კონსტრუირებას
წინარე ცოდნა:
·         მოსწავლეებს უკვე აქვთ ტექსტზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევები
·         აქვთ გარკვეული ცოდნა აგიოგრაფიის შესახებ
·         ფლობენ ისტ.საშუალებების გამოყენების უნარ-ჩვევებს
გაკვეთილის მსვლელობა:
A ფაზა (გამოწვევა)
·         მასწავლებელი ასახელებს გაკვეთლის თემას,მისაღწევ მიზნებს და შედეგებს,შეფასების კრიტერიუმებს (სლაიდი 1-2-3-4) შეფასება ჯგუფური,გაკვეთილზე ჩართულობა,პრეზენტაცია
·         მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით აჩვენებს მესამედა მეოთხე სლაიდს და სვამს კითხვებს:
1.       რომელი თვეა ,,სთულისა“?
2.       ტექსტის რომელი ეპიზოდითაა შთაგონებული ანა კალანდაძის ლექსი?
3.       თქვენი აზრით,რატომ იქცა ეს ეპიზოდი პოეტის შთაგონების წყაროდ?
ორგანიზება-ინდივიდუალური
დრო-3 წუთი
B ფაზა (ცოდნის კონსტრუირება)
აქტივობა 1.(სლაიდი 5.)
მასწავლებელი ატარებს მინი ლექციას და  მოსწავლეებს აწვდის ინფორმაციას,თუ რა არის ტექსტოლოგია,რა მნიშვნელობა აქვს მას ტექსტის სწორად წაკითხვისთვის,კიდევ ერთხელ გამოკვეთს გაკვეთილის თემას და მის აქტუალობას
დრო 2 წუთი
აქტივობა 2(გონებრივი იერიში)
მასწავლებელი სვამს კითხვებს:
1.       რა არის აგიიოგრაფის მიზანი?(დახატოს ზნეობრივი გმირის სახე,დაამოწმოს ქრისტე,გმირი გახადოს მისაბაძი,შემოუნახოს შთამომავლობას,ეკლესიაში  წასაკითხად)--რაკი კაცი დაშორდა ღმერთს,ღმერთი მოვიდა კაცთან და უჩვენა გზა მარდისობისკენ სავალი
2.       მასწავლებელი ავალებს და მოსწავლე გადმოსცემს მოკლე შინაარსს
3.       აგიოგრაფისთვის რა უფრო მნიშვნელოვანია,,რას აღწერს თუ როგორ აღწერს?(ჟანრული კანონის დაცვა)
4.       მხატვრული ნაწარმოების შექმნის დროს,რა უფრო მნიშვნელოვანია შემოქმედისთვის,რას აღწერს თუ როგორ აღწერს?რას იყენებს ამისთვის ?(მხ.ხერხები)
დრო 2 წუთი
აქტივობა 3(ჯგუფური მუშაობა-ვენის დიაგრამა)
მასწავლებელი კლასს ყოფს ჯგუფებად და თითოეულს აძლევს დავალებას:ჩემოწერეთ ფორმატზე აგიოგრაფიული და მხატვრული ტექსტის მახასიათებლები.მოინიშნეთ,მხატვრული ნაწარმოების რა ნიშნებს ატარებს ,,შუშანიკის წამება“? გააკეთეთ პრეზენტაცია (სლაიდი 6-7.მხატვრული ხერხები)-ალ.ბარამიძე- აგიოგრაფია ორგვარად დაყო-ბიოგრაფიული და მხატვრული
დრო-10 წუთი
აქტივობა 4
მასწავლებელი აჩვენებს მე-8 სლაიდს,მოსწავლეები ეცნობიან ნიკოლოზ ჯანაშიასი და ვახტანგ ჭელიძის მოსაზრებებს და სვამს კითხვებს:
1.       თქვენი აზრით,ტექსტის რომელ ეპიზოდებს უნდა გულისხმობდეს ნ.ჯანაშია?სად იკითხება პოეზია?(ამიტომაც დამკვიდრდა ალ.ბარამიძის ფორმულირება აგიოგრაფიული მხატვრული ნაწარმოები)
2.       როგორ ფიქრობთ,რამდენად მისაღები იქნებოდა ეს ეკლესიის მესვეურთათვის?
3.       ჩვეულებრივ,როგორ იქცევა ასეთ შემთხვევაში რედაქტორი?
დრო-2 წუთი
აქტივობა 5 (მინილექცია)
მასწავლებელი აწვდის ინფორმაციას ,,წამების“რედაქციების შესახებ (სლაიდი 9-10-.რედაქციები.ჯანაშიას შეფასება)(დღესაც კი მკითხველი პრობლემას განიხილავს ინდივიდუალურად:რელიგიური,პოლიტიკური თუ პიროვნული ასპექტით)
დრო-2 წუთი
აქტივობა 6
მასწავლებელი სვამს კითხვებს:
1.       თქვენი აზრით,რომელ ეპიზოდებს შეცვლიდა ანტონი?
მინილექცია(სლაიდი 11-12) +ანტონი გულმოდგიმედ,დაუნდობლად შლიდა სიყვარულის კვალს,ერთმანეთი თუ როგორ უყვარდათ ადაყოველ შემთხვევაში ებრალებოდათ მაინც+ვარსქენის ეჭვიანობა,თესლ-ტომი,მღვდელმსახურთა მცდელობა რომ შეერიგებინათ.მაგრამ ჩვენ გვაქვს ტექსტი და შეგვიძლია განვიხილოთ იგი სხვა რაკურსით,მოვახდინოთ მისი ინტერპრეტაცია.რა თქმა უნდა ეთიკის ჩარჩოებში.საამისოდ უხვად მოიპოვება ტექსტში მასალა
დრო-3 წუთი
აქტივობა 7 (ჯგუფური მუშაობა)
მასწავლებელი აძლევს დავალებას,ამოწერონ ფრაზები,სადაც ჩანს  მიწიერ ვნებებზე ამაღლებული წმინდანი და მეორე ჯგუფი-ბედნიერების დამკარგავი ქალი(სლაიდი 13-14)
დრო-5 წუთი
აქტივობა 8
მასწავლებელი სვამს კითხვებს:
1.       თქვენი აზრით,წმინდა შუშანიკის სახე ფრესკულია თუ წმინდა ადამიანური?მოიყვანეთ არგუმენტები(ტირის,ჩივის,ენანება,წუხს-ყინწვისის ანგელოზი)
2.       ამით დააკლდა რამე მის მხატვრულ სახეს თუ,პირიქით,შეემატა?მოიყვანეთ არგუმენტები
ორგანიზება-ინდივიდუალური
დრო-2 წუთი
აქტივობა 9
როგორც ცნობილია წმინდანი ქრისტეს გზას მიუყვება.მოძებნეთ პარალელები ქრისტეს ცხოვრებასა და შმინდა შუშანიკის მოწამეობრივ ცხოვრებას შორის
დრო-ინდივიდუალური
დრო-2 წუთი
აქტივობა 10
მასწავლებელი აჩვენებს 15-16 სალაიდს.მოსწავლეები აკეთებენ დასკვნას (ფრაზები სახარებიდან)
დრო-3 წუთი
აქტივობა 11(რეფლექსია)
1.       მხატვარი რომ იყოთ,რომელ ეპიზოდს დახატავდით?
2.       რით იპყრობს დღეს ყურადღებას წმინდა შუშანიკის ცხოვრება?რას ისწავლიდი მისგან?
მუშაობა-ინდივიდუალური
3.       წარმოიდგინეთ,რომ იმ ეპოქაში ცხოვრობთ.რა კითხვებს დაუსვამდით შუშანიკს,ვარსქენს,იაკობს?იქნებ პასუხებიც მოიაზროთ
მუშაობა-წყვილებში
დრო-3 წუთი
აქტივობა 12
მასწავლებელი აწვდის ინფორმაციას არმაზის ბილინგვის შესახებ (სლაიდი 17-ტექსტი),რა ნიშნით დააკავშირებდით წმინდა შუშანიკის ცხოვრებას ბილინგვის შინაარსთან?
მუშაობა-ინდივიდუალური
დრო-2 წუთი
აქტივობა 13
საშინაო დავალება-თავისუფალი ესე
·         ,,მე ვარ შუშანიკ,ასული ვარდანისა.....“
                                           ან
·         ,,მე ვარ შროშანა,ასული ვარდანისა....“
(გუშინდელი დღესავით მახსოვს,პატარა ვიყავ,ძია არშუშამ ჩემს ბიძაშვილებთან ერთად რომ ჩამომიყვანა ცურტავში) სლაიდი 18
დრო-1წუთი
A ფაზა (გამოწვევა)
·         მასწავლებელი ასახელებს გაკვეთლის თემას,მისაღწევ მიზნებს და შედეგებს,შეფასების კრიტერიუმებს (სლაიდი 1-2-3-4) შეფასება ჯგუფური,გაკვეთილზე ჩართულობა,პრეზენტაცია
·         მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით აჩვენებს მესამედა მეოთხე სლაიდს და სვამს კითხვებს:
4.       რომელი თვეა ,,სთულისა“?
5.       ტექსტის რომელი ეპიზოდითაა შთაგონებული ანა კალანდაძის ლექსი?
6.       თქვენი აზრით,რატომ იქცა ეს ეპიზოდი პოეტის შთაგონების წყაროდ?
ორგანიზება-ინდივიდუალური
დრო-3 წუთი
B ფაზა (ცოდნის კონსტრუირება)
აქტივობა 1.(სლაიდი 5.)
მასწავლებელი ატარებს მინი ლექციას და  მოსწავლეებს აწვდის ინფორმაციას,თუ რა არის ტექსტოლოგია,რა მნიშვნელობა აქვს მას ტექსტის სწორად წაკითხვისთვის,კიდევ ერთხელ გამოკვეთს გაკვეთილის თემას და მის აქტუალობას
დრო 2 წუთი
აქტივობა 2(გონებრივი იერიში)
მასწავლებელი სვამს კითხვებს:
5.       რა არის აგიიოგრაფის მიზანი?(დახატოს ზნეობრივი გმირის სახე,დაამოწმოს ქრისტე,გმირი გახადოს მისაბაძი,შემოუნახოს შთამომავლობას,ეკლესიაში  წასაკითხად)--რაკი კაცი დაშორდა ღმერთს,ღმერთი მოვიდა კაცთან და უჩვენა გზა მარდისობისკენ სავალი
6.       მასწავლებელი ავალებს და მოსწავლე გადმოსცემს მოკლე შინაარსს
7.       აგიოგრაფისთვის რა უფრო მნიშვნელოვანია,,რას აღწერს თუ როგორ აღწერს?(ჟანრული კანონის დაცვა)
8.       მხატვრული ნაწარმოების შექმნის დროს,რა უფრო მნიშვნელოვანია შემოქმედისთვის,რას აღწერს თუ როგორ აღწერს?რას იყენებს ამისთვის ?(მხ.ხერხები)
დრო 2 წუთი
აქტივობა 3(ჯგუფური მუშაობა-ვენის დიაგრამა)
მასწავლებელი კლასს ყოფს ჯგუფებად და თითოეულს აძლევს დავალებას:ჩემოწერეთ ფორმატზე აგიოგრაფიული და მხატვრული ტექსტის მახასიათებლები.მოინიშნეთ,მხატვრული ნაწარმოების რა ნიშნებს ატარებს ,,შუშანიკის წამება“? გააკეთეთ პრეზენტაცია (სლაიდი 6-7.მხატვრული ხერხები)-ალ.ბარამიძე- აგიოგრაფია ორგვარად დაყო-ბიოგრაფიული და მხატვრული
დრო-10 წუთი
აქტივობა 4
მასწავლებელი აჩვენებს მე-8 სლაიდს,მოსწავლეები ეცნობიან ნიკოლოზ ჯანაშიასი და ვახტანგ ჭელიძის მოსაზრებებს და სვამს კითხვებს:
4.       თქვენი აზრით,ტექსტის რომელ ეპიზოდებს უნდა გულისხმობდეს ნ.ჯანაშია?სად იკითხება პოეზია?(ამიტომაც დამკვიდრდა ალ.ბარამიძის ფორმულირება აგიოგრაფიული მხატვრული ნაწარმოები)
5.       როგორ ფიქრობთ,რამდენად მისაღები იქნებოდა ეს ეკლესიის მესვეურთათვის?
6.       ჩვეულებრივ,როგორ იქცევა ასეთ შემთხვევაში რედაქტორი?
დრო-2 წუთი
აქტივობა 5 (მინილექცია)
მასწავლებელი აწვდის ინფორმაციას ,,წამების“რედაქციების შესახებ (სლაიდი 9-10-.რედაქციები.ჯანაშიას შეფასება)(დღესაც კი მკითხველი პრობლემას განიხილავს ინდივიდუალურად:რელიგიური,პოლიტიკური თუ პიროვნული ასპექტით)
დრო-2 წუთი
აქტივობა 6
მასწავლებელი სვამს კითხვებს:
2.       თქვენი აზრით,რომელ ეპიზოდებს შეცვლიდა ანტონი?
მინილექცია(სლაიდი 11-12) +ანტონი გულმოდგიმედ,დაუნდობლად შლიდა სიყვარულის კვალს,ერთმანეთი თუ როგორ უყვარდათ ადაყოველ შემთხვევაში ებრალებოდათ მაინც+ვარსქენის ეჭვიანობა,თესლ-ტომი,მღვდელმსახურთა მცდელობა რომ შეერიგებინათ.მაგრამ ჩვენ გვაქვს ტექსტი და შეგვიძლია განვიხილოთ იგი სხვა რაკურსით,მოვახდინოთ მისი ინტერპრეტაცია.რა თქმა უნდა ეთიკის ჩარჩოებში.საამისოდ უხვად მოიპოვება ტექსტში მასალა
დრო-3 წუთი
აქტივობა 7 (ჯგუფური მუშაობა)
მასწავლებელი აძლევს დავალებას,ამოწერონ ფრაზები,სადაც ჩანს  მიწიერ ვნებებზე ამაღლებული წმინდანი და მეორე ჯგუფი-ბედნიერების დამკარგავი ქალი(სლაიდი 13-14)
დრო-5 წუთი
აქტივობა 8
მასწავლებელი სვამს კითხვებს:
3.       თქვენი აზრით,წმინდა შუშანიკის სახე ფრესკულია თუ წმინდა ადამიანური?მოიყვანეთ არგუმენტები(ტირის,ჩივის,ენანება,წუხს-ყინწვისის ანგელოზი)
4.       ამით დააკლდა რამე მის მხატვრულ სახეს თუ,პირიქით,შეემატა?მოიყვანეთ არგუმენტები
ორგანიზება-ინდივიდუალური
დრო-2 წუთი
აქტივობა 9
როგორც ცნობილია წმინდანი ქრისტეს გზას მიუყვება.მოძებნეთ პარალელები ქრისტეს ცხოვრებასა და შმინდა შუშანიკის მოწამეობრივ ცხოვრებას შორის
დრო-ინდივიდუალური
დრო-2 წუთი
აქტივობა 10
მასწავლებელი აჩვენებს 15-16 სალაიდს.მოსწავლეები აკეთებენ დასკვნას (ფრაზები სახარებიდან)
დრო-3 წუთი
აქტივობა 11(რეფლექსია)
4.       მხატვარი რომ იყოთ,რომელ ეპიზოდს დახატავდით?
5.       რით იპყრობს დღეს ყურადღებას წმინდა შუშანიკის ცხოვრება?რას ისწავლიდი მისგან?
მუშაობა-ინდივიდუალური
6.       წარმოიდგინეთ,რომ იმ ეპოქაში ცხოვრობთ.რა კითხვებს დაუსვამდით შუშანიკს,ვარსქენს,იაკობს?იქნებ პასუხებიც მოიაზროთ
მუშაობა-წყვილებში
დრო-3 წუთი
აქტივობა 12
მასწავლებელი აწვდის ინფორმაციას არმაზის ბილინგვის შესახებ (სლაიდი 17-ტექსტი),რა ნიშნით დააკავშირებდით წმინდა შუშანიკის ცხოვრებას ბილინგვის შინაარსთან?
მუშაობა-ინდივიდუალური
დრო-2 წუთი
აქტივობა 13
საშინაო დავალება-თავისუფალი ესე
·         ,,მე ვარ შუშანიკ,ასული ვარდანისა.....“
                                           ან
·         ,,მე ვარ შროშანა,ასული ვარდანისა....“
(გუშინდელი დღესავით მახსოვს,პატარა ვიყავ,ძია არშუშამ ჩემს ბიძაშვილებთან ერთად რომ ჩამომიყვანა ცურტავში) სლაიდი 18
დრო-1წუთი
C ფაზა (შეფასება)
1.       განმავითარებელი კომენტარი
2.       განმსაზღვრელი შეფასება
დრო-1 წუთი
             ( მოსწავლეები შეფასდებიან შინასწარ შედგენილი და მათთვის უკვე ნაცნობი სქემის მიხედვით,ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის უნარების გათვალისწინებით)

(შეფასების რუბრიკები გეგმას თან ერთვის)

Комментариев нет:

Отправить комментарий