მასწავლებლის სამახსოვრო !
1.გაამდიდრეთ სასწავლო პროცესი: ამის მიღწევა შესაძლებელია დამატებითი, კლასგარეშე აქტივობებით,მრავაფეროვანი სასწავლო მასალებით და სწავლების ახალი მეთოდებისა და სტრატეგების გამოყენებით. ამით სასწავლოპროცესი მოსწავლისთვის უფრო სახალისო და საინტერესო გახდება.
2.ეცადეთ,გაააქტიუროთ მოსწავლეები:
მოსწავლეებისთვის გაცილებით უფრო ბუნებრივია საგაკვეთილო პროცესშიაქტიურად ჩართვა და მონაწილეობა, ვიდრე მშვიდად ჯდომა და მოსმენა. ამისათვის შეგიძლიათ, ჩაატაროთ დისკუსიები,გამოიყენოთ ჯგუფური მუშაობის მეთოდი,პრეზენტაციები, როლური თამაშები, საგანმანათლებლო ექსკურსიები და სხვა.თუმცა ჩამოთვლილ სტრატეგიებს უნდა შეურჩიოთ დრო, თორემ არ ექნება ის ეფექტი, რასაც ელით.
3. ჩართეთ მოსწავლეები ცოდნის შეფასების ინსტრუმენტების მომზადებაში :
4.გამოიყენეთ განსხვავებული სირთულის დავალებები: კარგი იქნება, თუ ერთსა და იმავე თემაზე მოსწავლეებსსხვადასხვა სირთულის დავალებებსა თუ აქტივობებს შესთავაზებთ. ეს შესაძლებლობას მოგცემთ, გაითვალისწინოთმოსწავლეთა შესაძლებლობები და ამით აამაღლოთ მათი მოტივაცია.
5.გამოიყენეთ უნიშნო აქტივობები: ამგვარი დავალებების დროს მოსწავლის ყურადღება შედეგიდან პირდაპირპროცესზე გადაერთვება.
6.შეცდომები სწავლის საუკეთესო საშუალებაა: კლასში უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, რომელშიც მოსწავლეებსნეგატიური შეფასების, კრიტიკის და შეცდომის დაშვების შიში არ ექნებათ. შეცდომები უნდა ვაქციოთ მოსწავლისთვისუკეთესი შედეგებისკენ სწრაფვის დასაწყისად.
7.მიაწოდეთ მოსწავლეებს დადებითი უკუკავშირი:
ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ე.წ. "1+2" შეფასება. "1+2"ისეთი შეფასებაა, სადაც "1" შენიშვნაა, რჩევა, რომელიც მოსწავლემ უნდა გაითვალისწინოს,ხოლო"2"პოზიტიური კომენტარი. ეს შეფასება შეგიძლიათ, შეცვალოთ თქვენი
სურვილისამებს, თუმცა სასურველია, დაიცვათ პროპორციაპოზიტიურ და ნეგატიურ შენიშვნებთან მიმართებაში.
8.თავი აარიდეთ მხოლოდ ნიშნის დაწერას:
ნაშრომის შესწორებას და ნიშნის დაწერას პარალელურად დაურთეთკომენტარი– კონკრეტულად რის გამო დააკლდა მას ნიშანი, რა მოგეწონათ და რაზე უნდა გაამახვილოს მოსწავლემყურადღება. თქვენი კომენტარი, რომელიც ერთვის ნიშანს, უნდა იყოს ვრცელი და ამომწურავი.
9.არასოდეს გააკრიტიკოთ მოსწავლე საჯაროდ:
საჯარო კრიტიკა ნეგატიურ გავლენას ახდებს მოსწავლისთვითშეფასებასა და მოტივაციაზე. ასევე ამგვარი მიდგომა აქვეითებს მოსწავლის ნდობასა და პატივისცემას თქვენ მიმართ.
10.იყავით მიუკერძოებელი: მასწავლებელი ჩვეულებრივი ადამიანია თავისი სიმპატიებით, შეხედულებებეითა დამოწონებებით. მაგრამ ეცადეთ, რომ მაქსიმალურად გამორიცხოთ სუბიექტივიზმის გამოვლენის შემთხვევები სწავლისპროცესში და მოსწავლეებთან პირად ურთიერთობებში.
11.ტესტირებისას გამოიყენეთ სხვადსხვა ტიპის შეკითხვები: ტესტი ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ დაცული იყოსბალანსი ღიადაბოლოებიან და დახურულ შეკითხვებს შორის. ამგვარად შედგენილი ტესტი არ მიანიჭებს უპირატესობასრომელიმე კონკრეტულ მოსწავლეს და კლასის შეფასების უფრო ადეკვატური ინსტრუმენტი იქნება.
12. სათანადო ყურადღება დაუთმეთ მოსწავლეთა თითოეულ ნაშრომს:
საჭიროა, მოსწავლეთა ნაშრომებს, მისგანხილვასა და შეფასებას, სათანადო ყურადღება დაუთმოთ. ზერელე დამოკიდებულების შემთვევაში მოსწავლედემოტივირებული ხდება.
13.ჩართეთ მოსწავლე საკლასო გადაწყვეტილებების მიღებაში: მოსწავლეთა მონაწილეობა საკლასო ნორმების,შეფასების კომპონენტების შემუშავებაში, შესასწავლ საკითხთა თანმიმდევრობის დადგენაში და სხვ. მნიშვნელოვნადაამაღლებს ათ მოტივაციას და ხელს შეუწყობს მათი მხრიდან ამ შეთანხმების შესრულებას.
14. შემოიღეთ "პრობლემებისა და წინადადებების ყუთი":
ეს მეთოდი მისცემს მოსწავლეებს საკუთარი აზრის,მოსაზრების, შეფასების ანონიმურდ წარმოდგენის საშუალებას. თუმცა ამ მეთოდის გამოყენებისას უნდაგაითვალისწინო: დეტალურად უნდა აუხსნათ მოსწავლეებს ყუთის არსი და მისი გამოყენების მიზანი;
მასწავლებელმა სისტემატურად უნდა განიხილოს შემოსული წინადადებები.
16. ყველა მოსწავლეს შეუძლია, ისწავლოს და იყოს წარმატებული:
საგაკვეთილო პროცესში და მოსწავლეებთან ურთიერთობისას უნდა იკვეთებოდეს მასწავლებლის ამგვარი დამოკიდებულება
Titanium Athletics | Team Member Profile | TITNC®
ОтветитьУдалитьTitanium titanium quartz Athletics: titanium scooter bars Team Member titanium scrap price Profile. TITNC® Team Member Relations. Team titanium bike frame Member Activity. Team citizen promaster titanium Member Representative at TITNC®.